- ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ახალი პროექტი “აუდიტორია-აბიტურიენტი“ იწყება.
ზგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდელ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ მოემზადონ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის ბიბლიოთეკაში.
აბიტურიენტებისთვის იგეგმება საჯარო ლექციები სხვადასხვა საგნებში.
პროექტის პირველი სტუმარია ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ქალბატონი ნესტან ფიფია.
საჯარო ლექციის თემაა – „სხვა ნიშან-წყალის“ პერსონაჟები ილია ჭავჭავაძის ორ მოთხრობაში („სარჩობელაზედ“ და „ოთარაანთ ქვრივი“).