- თურქეთში მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქ გაზიანთეფთან იყო.
მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 17 ადამიანი. ბიძგების სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდას აღწევდა და ის ანკარაშიც იგრძნობოდა.