კალიფორნიაში სროლის შედეგად შვიდი ადამიანია მოკლული


  • კალიფორნიაში, ორ ლოკაციაზე სროლის შედეგად მოკლულია შვიდი ადამიანი. ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. შემთხვევა სან ფრანცისკოს მახლობლად მდებარე ქალაქ ჰალფ მუნ ბეიში მოხდა. რაიონის შერიფის ცნობით, ეჭვმიტანილი, 67 წლის ადგილობრივი მცხოვრები დაკავებულია. მისი მოქმედების მოტივი უცნობია.

სროლა სოკოს ფერმასა და სატვირთო-გადამზიდი კომპანიის ტერიტორიაზე მოხდა, რომელიც ფერმიდან დაახლოებით ორ მილში მდებარეობს.

შეგახსნებთ, რომ კალიფორნიის ქალაქ მონტერეი პარკში გასულ კვირას მასობრივ სროლას 11 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც შტატის გუბერნატორმა, გეივინ ნიუსამმა აღნიშნა, ჰალფ მუნ ბეიში მომხდარი სროლის დროს ის მონტერეი პარკში თავდასხმის შედეგად დაშავებულების მოსანახულებლად ჰოსპიტალში იმყოფებოდა.

„ტრაგედია ტრაგედიის შემდეგ“, – დაწერა გუბერნატორმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!