- დღეს, ყულიშკარისა და ჩხორიას საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება რეაბილიტირებულ შენობაში განაახლეს.
აღსაზრდელებს, საშობაო არდადეგების შემდეგ, განახლებული ოთახები დახვდა.
გარემონტდა საძინებელი ოთახები, გამოიცვალა ფანჯრები, HACCP-ის სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საბავშვო ბაღების სამზარეულო ოთახი და აღჭურვილობა, საბავშვო ბაღების შენობის ჭერსა და დერეფანს ჩუტარდა რეაბილიტაცია, გამოიცვალა იატაკი.
რეაბილიტირებული ბაღები, სააღმზრდელო პროცესის განახლების პირველ დღეს, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორმა ხათუნა თოლორაიამ, პირველ მოადგილესთან ელისო ჩემიასთან ერთად დაათვალიერა.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი ხათუნა თოლორაია:
“გილოცავთ ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებას. მიმდინარე წელსაც საბავშვო ბაღების აქტიურ რეაბილიტაცია – მშენებლობას გავაგრძელებთ, ვიზრუნებთ, იმაზე, რომ ჩვენი აღსაზრდელებისთვის შესაფერისი, ღირსეული გარემო შევქმნათ “.