სასამართლომ თამარ ქომეთიანის გათავისუფლება უკანონოდ სცნო


  • სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება: ბათილად ცნო ა(ა)იპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის „მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის“ დირექტორის გადაწყვეტილება თამარ ქომეთიანის გათავისუფლების შესახებ და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს აღდგენის ნაცვლად კომპენსაციის სახით, 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) ავრცელებს.

“თამარ ქომეთიანი  ა(ა)იპზუგდიდი მუნიციპალიტეტის „მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში” 2020 წლიდან მუშაობდა. ის გაათავისუფლეს უკანონოდ და დაუსაბუთებლად, რაც დადასტურდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ. 

2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების შემდეგ თვითმმართველ ერთეულებში დაიწყო მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურებიდან პოლიტიკურად მოტივირებული გათავისუფლების ტალღა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ა(ა)იპ ზუგდიდი მუნიციპალიტეტის „მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის“ 80 თამანშრომლიდან ყველას, თამარ ქომეთიანის გარდა, გაუგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა. ამ გადაწყვეტილებას თამარ ქომეთიანი თავის პოლიტიკურ შეხდულებებს და საქმიანობას უკავშირებს. სამსახურის დირექტორმა ქომეთიანს ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის მხარდასაჭერი პოსტის ფეისბუქზე გაზიარების გამო, დისციპლინური პასუხისმგებლობა შეუფარდა, ხოლო მოგვიანებით სამსახურიდან გაათავისუფლა.”-აღნიშნულია “სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციაში

თამარ ქომეთიანის  ინტერესებს სასამართლოში ,,სამართლიანი არჩევნების” ადვოკატი თეა თედლიაშვილი იცავდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!