- “ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბის“ პროექტის, “გახდი საიდუმლო სანტას“ წელს სამეგრელო შეუერთდა, რომელსაც სამეგრელოს რეგიონში ორგანიზებას „ახალგაზრდული სათათბირო“ უწევდა.
პროექტს „ბაქსვუდის მოხალისეთა კლუბი“, სოციალურად დაუცველი ბავშვების საახალწლო სურვილების ასასრულებლად უკვე მეშვიდე წელია ახორციელებს.
კამპანიას წელს, ზუგდიდიდან “ახალგარდული სათათბირო“ შეუერთდა, რომელიც სამეგრელოს რეგიონში – მთავარ ორგანიზატორებთან კოორდინაციით უწევდა ორგანიზებას.
პროექტის ძირითადი მიზანი და ამოცანა, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის საახალწლო განწყობის შექმნა და მათი გახარება იყო.
ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს, პროექტის ფარგლებში, 150-მდე სოციალურად დაუცველი ახალგაზრდის სურვილების ასრულება შესძლო „ახალგაზრდულმა სათათბირომ.“