- დღეს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, 14:00 საათიდან დაიწყო და ამ წუთამდე გაგრძელდა საახალწლო ღონისძიებები.
ზუგდიდელებს შესაძლეობა ჰქონდათ შეეძინათ ხელნაკეთი ნივთები, მოესმინათ კონცერტი, მიეღოთ თოვლის ბაბუასგან საჩუქრები და საახალწლო განწყობა შეექმნათ ლამაზად განათებული ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე სეირნობით.
როგორც “ზუგდიდელებთან” საუბარში ბოტანიკური ბაღის დირექტორი შალვა აგუმავა ამბობს, საახალწლო ილუმინაციები იანვრის ბოლომდე დარჩება ბაღის ტერიტორიაზე.