ბიბლიოთეკაში გამოფენა “საქართველო XVI-XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე“ გაიმართა


  • საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა გამოფენა სახელწოდებით – „საქართველო XVI-XVIII საუკუნეების ნიდერლანდურ რუკებსა და გრავიურებზე“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილ იქნა სულხან სალაძის კერძო კოლექციაში დაცული 26 უნიკალური ძველი ნიდერლანდური რუკა და გრავიურა.

გამოფენა გახსნა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა მააიკე ვან კოლდამმა.

გამოფენა ეძღვნება ნიდერლანდების სამეფოსა და საქართველოს შორის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავს და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, ღია სივრცე კავკასიის (COS) მიერ იმართება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!