- თელავში, სასტუმრო “ალაზნის ველის’’ საკონფერენციო დარბაზში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის ერთობლივი პროექტის “ნორჩი მკვლევარი 2022“ კონფერენცია თემაზე: “მეფეთ მეფე ერეკლე მეორე – “პატარა კახი” გაიმართა.
შემეცნებითი ღონისძიების დასკვნით ეტაპზე, ზუგდიდისა და თელავის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა, სადაც თითოეული მომხსენებელის ნაშრომი დადებითად შეფასდა.
ნორჩ მკვლევარებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია დაემუშავებინათ და ესაუბრათ ერეკლე მეორის, როგორც სახელმწიფო მოღვაწის, პოლიტიკოსისა და ისტორიული პიროვნების ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
პროექტი ყოველწლიურად ტარდება და მიზნად ისახავს, მოსწავლე-ახალგაზრდებში კვლევის, ინფორმაციის ანალიზის, ფაქტების შეფასებების საინტერესოდ და კრეატიულად გადმოცემის უნარების განვითარებას.
შემეცნებითი კონფერენციის დასასრულს, პედაგოგებს მადლობის სიგელები, მონაწილეებს კი საუკეთესო ნაშრომებისთვის დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.