- უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს. ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ახლობლები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები დახვდნენ.
ინფორმაციისთვის: ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია 1-ელ დეკემბერს დაიღუპა.
უკრაინაში რუსეთის ომს 33 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.