- ნონა გაფრინდაშვილმა იტალიაში მიმდინარე სენიორ-მოჭადრაკეთა (+65) მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა და ეს ტიტული უკვე მერვედ მოიპოვა.
„ჭადრაკის სამყაროს ლეგენდამ, მერვედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის!
აღსანიშნავია, რომ ჩვენი ლეგენდა ასევე თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია კლასიკურ ჭადრაკში“, – აღნიშნულია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.