- რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა. ის მონაწილეობას მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უხელმძღვანელებს.
სესიაში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთის, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ლიდერები.