- ორგანიზაცია “ხელები მშვიდობისთვის (Hands for Peace) ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით EU4Dialogue პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროექტის “ხელსაქმე სოციალური ცვლილებებისთვის” ფარგლებში, 40 ქალს ციფრულ მარკეტინგსა და სოციალური მედიის საკითხებში ტრენინგი ჩაუტარდა.
პროექტი ეხმარება და ხელს უწყობს ჩართულ პირებს ხელსაქმის შესწავლასა და ბიზნეს იდეების ჩამოყალიბებაში. პერსპექტივაში, პროექტის მონაწილე ქალები ქმნიან სივრცეს, სადაც ისინი აქტიურ, შემდგარ, წარმატებულ ქალებად ყალიბდებიან და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შედეგად, საზოგადოებისთვის ორმაგად სასარგებლოები ხდებიან.
პროექტის მიზანია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი და მასპინძელი თემების სოციალურად მოწყვლადი ახალგაზრდა ქალებისთვის პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდა. შესაბამისად, პროექტის მონაწილეები ხუთი თვის განმავლობაში გაივლიან სხვადასხვა ხელსაქმის შემსწავლელ კურსებს და ხელსაქმის ტექნიკებს.
პროექტის ბოლოს მოეწყობა პროექტში მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა და მოდის ჩვენება. ახალგაზრდა ქალები ხელსაქმის პარალელურად შეისწავლიან აგრეთვე პროექტის წერას.
პროექტის განმხორციელებელი, ორგანიზაცია “ხელები მშვიდობისთვის“ (პროექტის ხელმძღვანელი მაკო ჭკადუა), მოწოდებულია, ხელი შეუწყოს მოწყვლადი ჯგუფის ახალგაზრდებისთვის არაფორმალურ განათლებასა და პროფესიულ გადამზადებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, მოწყვლადი ჯგუფებისთვის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით, მათთვის თვითკმარი და ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნას.