- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფის წევრებმა ქალაქის ტერიტორიაზე სამართალდამრღვევი პირი გამოავლინეს.
“ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური პირი 31 მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად 80 ლარით დაჯარიმდა, რაც ითვალისწინებს 2-კილოგრამამდე ნარჩენით გარემოს დანაგვიანებას.
“ააიპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს ზედამხედველობის ჯგუფი ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, თავი შეიკავონ სამშენებლო,ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს,რომ აღნიშნული ნარჩენები მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ,ნებადართულ ადგილებში და ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში , ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება ადმინისრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.