სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო


  • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება – გამოყენების გზით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2021 წელს ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საკუთრებაში დაირეგისტრირეს დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 9 100 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულებაც შეადგენს 426 958 ლარს.

“ასევე დადგენილი იქნა, რომ ბრალდებულების მხრიდან, ადგილი ჰქონდა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დამატებით 1 650 640 ლარის ღირებულების სამი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მცდელობის ფაქტს, რაც აღკვეთილ იქნა საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად და ეფექტურად განხორციელების შედეგად.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362 – ე და 180 – ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 – დან 9 წლამდე ვადით”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!