გიორგი გუგუჩია: მარტვილსა და ზუგდიდში ღვინის დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გადაიდო


  • ზუგდიდსა და მარტვილში ღვინის დღეების ფარგლებში და ასევე სხვა გასამართი ღონისძიებები, თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო გადაიდო.

ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა:

,,პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო ღვინის დღეების ფარგლებში და ასევე სხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებები გადაიდო. შესაბამისად, მარტვილში დღეს დაგეგმილი კონცერტი, ასევე ზუგდიდში გასამართი გალა კონცერტი გადადებულია” – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

13 − 10 =

Akismet ანტისპამი