- უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სტარუხისტმა მედიასთან განაცხადა, რომ მტრის სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო. ნგრევის მასშტაბებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.