- მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბჟანიამ ხელი მოაწერა სამხედრო გაწვევის “განკარგულებას”, რომლის თანახმად, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეებს გაიწვევენ, რომლებიც სარეზერვო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან.
“განკარგულების” თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გაწვევის ვადა ამოეწურათ, სამსახურიდან დაითხოვენ.