- სამი ოქტომბრიდან, ზუგდიდის საზოგადოებრივ ტრანსპორტში უქმდება სალარო აპარატებით (ხურდა ფულით) მგზავრობის საფასურის გადახდა.
ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ინფორმაციით, მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება გადახდის ელექტრონული სისტემით. “საქართველოს ბანკის“ ნებისმიერი ბარათით, სამგზავრო ბარათით “ზუგდიდი ქარდი“, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით შემდეგ მისამართებზე: საკოლმეურნეო ბაზრის წინ, „ალიანსის” წინ, ფოსტის შენობის გვერდით, საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისის წინ, ცოტნე დადიანის #4-ში.