- დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ღია კარის დღე ჩატარდა.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე, ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება ჰქონდა, არაფორმალურ გარემოში, შეხვედროდნენ პედაგოგებს და მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.
ღია კარის დღეზე მოსწავლეებს პედაგოგებმა, სხვადასხვა აქტივობაში მიაღებინეს მონაწილეობა.
გაიმართა ვიქტორინა,რომელშიც გამარჯვებულ პატარებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ღია კარის დღეზე გათამაშდა 1 წლიანი სწავლების ვაუჩერი.
ანასტასია მარკოზია, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდა, გახდა გამარჯვებული და დირექციის გადაწყვეტილებით სასურველი წრე (სტუდია “რიბირაბო”) მთელი წლის მანძილზე დაუფინანსდა.
ინფორმაციისთვის: 23 სექტემბერი ქ-ნი ნინელი ჭითანავას დაბადების დღეა, დირექციის ინიციატივით, ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი და ყოველწლიურად, 23 სექტემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ღია კარის დღე გაიმართება.