- ყოფილი საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მედიის ინფორმაციით, გორბაჩოვი მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ინფორმაციისთვის: მიხეილ გორბაჩოვი სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის ბოლო გენერალური მდივანი და საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი იყო.