დღეს, ქალაქის პირველებმა მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის წინ, ქართველი მოჭადრაკის ანდრია დადიანის სკვერი და ძეგლი გახსნეს, ასევე რუსთაველის ქუჩაზე მწერლის იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი.მოწვეულ სტუმრებს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა ორი დიდი შემოქმედის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და მოღვაწეობაზე ისაუბრეს.
ფოლკლორულმა ანსამბლებმა შეასრულეს სიმღერები. ნამუშევრების ავტორია მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქია.