- კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე „ბუსტერ“ დოზით აცრას 18 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ.
აღნიშნულის შესახებ რეკომენდაცია იმუნიზაციის საბჭომ გასცა და ძალაში რამდენიმე დღეში შევა, როდესაც შესაბამისი ბრძანება გამოქვეყნდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განუცხადა, მეორე „ბუსტერ დოზის“ გაკეთება შეუძლია 18 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს სამედიცინო მდგომარეობის მიუხედავად.
შეგახსენებთ, რომ მეორე „ბუსტერ“ დოზა აქამდე მხოლოდ 50 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის იყო განკუთვნილი.