რა პრივილეგიები უნდა ჰქონდეს “ზუგდიდის საპატიო მოქალაქეს”? რას ამბობს ხალხი? – “ზუგდიდელები.გე” ახალ რუბრიკას იწყებს. ჩვენ, შევხვდებით საზოგადოების სხვადასხვა ფენისა და პროფესიის წარმომადგენლებს და დავუსვამთ ამ შეკითხვას.ეს იქნება ერთგვარი “შპარგალკა” საჯარო მოხელეებისათვის, რომ განსაზღვრონ, თუ რას უკვეთავს მათ ხალხი, რა პრივილეგიები მიაკუთვნონ სიცოცხლეში, თუ სიცოცხლის შემდეგ იმ ადამიანებს, რომლებსაც მიენიჭებათ “ზუგდიდის საპატიო მოქალაქის წოდება”. მოქალაქეებს, ვისაც სურს თავისი აზრი გამოთქვას ამ თემასთან დაკავშირებით, შეუძლიათ მობრძანდნენ რადაქციაში და დააფიქსირონ თემასთან დაკავშირებით თავიანთი აზრი, ან სულაც, მარტივად, დატოვონ კომენტარი მასალის წაკითხვისა და მოსმენის შემდეგ.
ჩვენთან საუბარში, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ სარიამ განაცხადა, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო გადაწყევტილება შემოღებულიქნას “საპატიო ზუგდიდელის”, “ზუგდიდის საპატიო მოქალაქის” და “დამსახურებული მოღვაწის” წოდება. და იქვე აღნიშნა, რომ თუ რა პრივილეგიებით ისარგებლებენ ეს ადამიანები, ეს მეორე ეტაპზე განისაზღვრება. ” ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ და გამოვაჩინოთ ის პიროვნებები, რომლებიც იმსახურებენ წახალისებას, მოფერებას. ჩვენთან არიან ასეთი ადამიანები, რომლებმაც წარმატებებს მიაღწიეს, ბევრი რამ გააკეთეს ქალაქისათვის და ქვეყნისათვის. სწორედ ამიტომ არის საჭირო რომ წოდებების მინიჭების საქმეში ჩავრთოთ მთელი საზოგადოება, რაც შეიძლება მეტი ადამიანი და გავითვალისწინოთ მათი აზრი.”
“ზუგდიდელები.გე”- სთან საუბრობს საზოგადოება “ზუგდიდელის” თავმჯდომარის პირველი მოადგილე მურმან ნაჭყებია.