- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევას გამოეხმაურნენ.
“ვეხმაურებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევას სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალურ იურიდიულ პირებთან დაკავშირებით და მოსახლეობისთვის განვმარტავთ: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში დაქვემდებარებულ ააიპიებსა და შპს-ებში თანამშრომელთა ზრდა, განაპირობა მომსახურების სფეროს გაზრდამ. მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას გადმოეცა ახალი ავტობუსები, რომელიც დამატებით მძღოლების აყვანას მოითხოვდა. ასევე, აშენდა ახალი საბავშვო ბაღები, სადაც დაემატა აღმზრდელები. კეთილმოწყობის ააიპს გადაეცა ახალი ტექნიკა, რამაც ასევე მოითხოვა დამატებითი ტექნიკის ოპერატორების აყვანა. აქედან გამომდინარე, მომსახურების სერვისების ზრდასთან ერთად, მოხდა თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა”-აღნიშნულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის: დღეს, “საერთაშორიო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრა მუნიციპალიტეტის 92 იურიდიულ პირში დასაქმებულთა რაოდენობა და შრომის ანაზღაურება 2022 წელს გაიზარდა,