- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადმინისტრაციული ხარჯები 34 032 ლარით შეამცირა, აღნიშნული თანხით (34 032 ლარით) დაფინანსდება აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული იყო 85 ბავშვის თანადაფინანსება. ამჟამად დაფინანსების მომლოდინეთა სიაშია 19 ბავშვი.