ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი


  • რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ახდენს.

დოკუმენტის მიხედვით, რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს მოქალაქეობის მიღება საკუთარი პასპორტის დათმობის გარეშე შეეძლებათ.

შეთანხმება ძალაში შევა რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან. ხელშეკრულება მოქმედებს ხუთი წლის განმავლობაში და ავტომატურად განახლდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდებით, თუ მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის გასვლამდე ექვსი თვით ადრე, რომელიმე მხარე არ აცნობებს მეორე მხარეს წერილობით, დიპლომატიური არხების საშუალებით, მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!