- მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დათვალიერება დღეს უფასოდ იქნება შესაძლებელი.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის ფოიეში მუზეუმის დამაარსებლის, აკაკი ჭანტურიას კუთვნილი ნივთების და მუზეუმის პირველი ექსპოზიციის ფოტოების გამოფენა იხილონ. პირადი ნივთები, მუზეუმის დამაარსებლის შთამომავლებმა დროებით გადასცეს მუზეუმს.
მუზეუმის საერთაშორისო დღის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბის მუზეუმებში შესვლა უფასოა.