- „სოლიდარობა მთავარ არხს და ნიკა გვარამიას“, “გვარამია პუტინის პატიმარია“, “ვერ გამაჩუმებ”, – ამ მოწოდებით დღეს, ზუგდიდში აქცია გაიმართა.
მედიის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
ინფორმაციისთვის: “მთავარი არხის“ დამფუძნებელს ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.