- რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დიდ სამამულო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა იმ ქვეყნების ლიდერებსა და მოქალაქეებს, რომლებიც უწინ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყვნენ, აგრეთვე უკრაინის სეპარატისტული “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” და “ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის”, და საქართველოს სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთი ოსეთის ლიდერებს და მოქალაქეებს – თუმცა, საკუთრივ უკრაინის და საქართველოს შემთხვევაში, მისი მილოცვა მხოლოდ ამ ქვეყნების “ხალხებს” მიემართება”.
მისალოც დეპეშებში პუტინი აღნიშნავს: “დღეს ჩვენი სამხედროები, მათი წინაპრებივით, მხარდამხარ იბრძვიან მშობლიური მიწის გასათავისუფლებლად ნაცისტური ჭუჭყისგან და გამოთქვამენ რწმენას, რომ როგორც 1945 წელს, გამარჯვება ჩვენი იქნება” – წერს კრემლის პრესსამსახური. ამ წყაროს თანახმად, უკრაინის მოსახლეობას პუტინი უსურვებს “მშვიდობიან და სამართლიან მომავალს”.
პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების “დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.