- საქართველოში კორონავირუსის 290 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 80 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ორი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 676 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 687, „პისიარ“ ტესტით – 1 989.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,18%, ბოლო 14 დღის – 1,14%, ბოლო შვიდი დღის – 1,06%.