- უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლები, მათ შორის ქართველებიც დააჯილდოვა.
უკრაინაში მებრძოლი ქართველი ცოლ-ქმარი, გელა ბეგლარაშვილი და რუსუდან ივანეიშვილი ბოგდან ხმელნიცკის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
კიდევ ორი ქართველი, ანდრია ღარიბაშვილი და რუსლან გოგუა „სიმამაცისთვის“ მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ.