ბესიკ ფიფიაზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელია ჩხორიის ადმინისტრაციულ ერთეულში. ჩხორიელები პატივს სცემენ მას თავისი ვაჟკაცობის, ოჯახიშვილობის და ცხოვრების სტილის გამო.
-სპეციალობით ინჟინერი ვარ. ვმუშაობდი ზედაეწერის ჩაის ფაბრიკაში მთავარ ინჟინრად, წლების განმავლობაში. სტაჟირება გავიარე ბელორუსიაში, ბრიანსკში, ბათუმის გემთმშენებელ ქარხანაში. 2000 წლიდან 2012 წლამდე ვიყავი უმუშევარი. ახალი მთავრობის მოსვლის წლიდან დღემდე,ვარ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელის წარმომადგენელი ჩხორიაში. მიყვარს ჩემი სოფელი, მინდა ვემსახურო მას კეთილსინდისიერად. ავიღე ვალდებულება გავაკეთო ის, რაც აუცილებელად უნდა გაკეთდეს, რასაც მე ვამჩნევ რომ ხარვეზია, არ არის გაკეთებული და პრაქტიკულად შეიძლება გაკეთება, გავაკეთებ. იმედი მაქვს დამეხმარება ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ადგილობრივი თითმმართველობა. ჩვენს სოფელი არის პროექტები, რომლებიც დაუსრულებელია, ახლაც მიმდინარეობს და მალე დასრულდება. ადრეულ წლებში, 25-მდე პროექტი განვახორციელეთ,- გავაკეთეთ ხიდ-ბოგირები, შიდა გზები, წყალმომარაგების სისტემები. ზემო ჩხორიის უბანში მთლიანად მოხდა წყალ-მომარაგების სისტემის აღდგენა-რეკონსტრუქცია. 82 კომლია და 82-ივე კომლს მიეწოდება წყალი. 14 ქუჩა და 8 უბანია ჩხორიაში. მიმდინარეობს იმ შიდა გზების შეკეთება, მოხრეშვა რომელიც ექვემდებარება რემონტს. პარალელურად მიმდინარეობს ხიდ-ბოგირების, სანიაღვრე არხების მშენებლობაც. იწმინდება სოფელის მდინარეები: „ბეჟასღალი“ და „მახარია“. მდინარე „მახარიაზე“ ხიდიც გაკეთდა. სათორდიოს უბანში, ადგილობრივი წყაროს წყალით შეიძლება მომარაგდეს მოსახლეობა. პროექტი მომზადებულია და გადაგზავნილი ინფრასტრუქტურის სამინისტროში. დაგეგმილია ცენტრიდან სოფლის ბოლომდე განათების აღდგენა. სამი მეომორიალი გვაქვს სოფელში, სამივეს აღვადგენთ. დაგეგმილია ცენტრალური სასაფლაოს შემოღობვა. ფერდობი, რომელიც 1 . 200 კმ-ია ამ ზაფხულში გაკეთდება,
– ჩხორიას ცნობილი და პოპულარული თეატრალური დასი ჰყავს. თუ იმართება სპექტაკლები?
-დიახ, ძალიან ხშირად. სხვათაშორის, დასი, არაერთგზისა დაჯილდოებული წარმატებული შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თეატრს საგასტროლოდ მიწვევა აქვს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან.
-ბატონო ბესიკ, ისეთი აზარტით და სიყვარულით ყვებით თქვენს სოფელზე, გეტყობათ, არ ნანობთ რომ სოფლის რწმუნებული ბრძანდებით?
– რა თქმა უნდა, არ ვნანობ. მე მიყვარს ხალხთან ურთიერთობა, ვღებულობ პროქტებში მონაწილეობას. სად, როდის და რატომ რა ფერხდება ძალიან კარგად ვიცი და ვაანალიზებ. ვერავინ ვერაფერს გამომაპარებს. თითოეულ გასაკეთებელ საქმეს, პროექტს ვათანხმებ მოსახლეობასთან, ერთად გამოვკვეთავთ პრიორიტეტს, ერთად ვღებულობთ გადაწყვეტილებას და ერთად ვათანხმებთ მუნიციპალიტეტთან. ჩვენ, მთელი სოფელი, ერთი გუნდი ვართ. 2012 წლიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ და არ შემიძლია ამ საქმეში არ აღვნიშნო მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის დიდი წვლილი.
– გაგვაცანით თქვენი ოჯახი.
– მყავს მეუღლე და ერთი ვაჟიშვილი. მეუღლე მზია სამუშია სოფელ ლიიდან გახლავთ, პედაგოგია, ჩხორიის საჯარო სკოლაში ინკლუზიურ სწავლებას ხელმძღვანელობს. ჩვენი ვაჟიშვილი ირაკლი ფიფია ჯერ მე-6 კლასელია. სწორედ, ირაკლის გამო, მე არ მაქვს უფლება წავუყრუო სოფლის მოთხოვნებს-აქ ხომ ჩემა შვილმა, სოფლის მომავალმა თაობამ, უნდა იცხოვროს.
როზა როგავა