ნიკოლოზ შამათავა – საქართველოს ჩემპიონი 14 წლამდე ჭაბუკთა შორის


  • 18 აპრილს თბილისში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში 14 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ზუგდიდელმა მოჭადრაკემ ნიკოლოზ შამათავამ 14 წლამდე ჭაბუკთა შორის 9 ტურიანი დისტანცია დაუმარცხებლად განვლო (6 მოგება და 3 ფრე) და 7.5 ქულით საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ნიკოლოზ შამათავას მადონა ბოკუჩავა წვრთნის.

ასევე ზუგდიდელმა გრიგოლ ბეჭვაიამ 5 ქულით მე-14 ადგილი მოიპოვა შეჯიბრზე.

18 წლამდე ჭაბუკთა შორის კი, გიორგი ნაყოფია 6 ქულით მე-4 ადგილზე გავიდა.

ამავე ასაკობრივ კატეგორიაში, ფოთელი აკაკი ყალიჩავა 8 ქულით საქართველოს ჩემპიონი გახდა. მან ეს ტიტული შარშანაც მოიპოვა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

14 + five =

Akismet ანტისპამი