- საქართველოში კორონავირუსის 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 496 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 5 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 318 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 357, „პისიარ“-ტესტით – 1 961.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,16%, ბოლო 14 დღის – 1,58%, ბოლო 7 დღის – 1,34%.