- შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და მონიტორინგის სამმართველოების თანამშრომლებმა, ზუგდიდში განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 5098 კოლოფის უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 3 ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.
2 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების საქმის მასალები, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. ამასთან, ერთი ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმი.