- საქართველოში კორონავირუსის 376 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 234 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ოთხი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 153 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 22 059, „პისიარ“-ტესტით – 2 094.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,56%, ბოლო 14 დღის – 2,43%, ბოლო შვიდი დღის – 1,98%.