- საქართველოში კორონავირუსის 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 592 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 061 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9 714, „პისიარ“ ტესტით – 3 347.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,66%, ბოლო 14 დღის – 2,88%, ბოლო 7 დღის – 2,24%.