ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს-სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი


  • დღეს, დაუნის სინდრომის დიაგნოზის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორის, ხათუნა თოლორაიას ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრს დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში დაუნის სინდრომის დიაგნოზის მქონე სამი აღსაზრდელი ირიცხება.

ისინი, სხვა აღსაზრდელების მსგავსად, თანაბარუფლებიან გარემოში იღებენ შესაბამის სერვისებს.

ინფორმაციისთვის, 2011 წლის 21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!