- შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და რეგიონებში 17 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი რ.რ. ზუგდიდში დააკავეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.