- ქალაქის მარკეტებში ამოწურულია ფქვილისა და ბურღულეულის მარაგი. კარფურის ზუგდიდის ქსელში ბურღულეულის დარჩენილი მარაგიდან მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ უფლება აქვთ შეიძინონ მხოლოდ 5 კილო ბურღულეული და დასძენენ, რომ ხვალ ელოდებიან პროდუქტის შევსებას. მარკეტების ქსელშიც ამოწურულია შაქრის მარაგი. ერთი ტომარა შაქრის ღირებულება 215 ლარი გახდა.
ასევე მოიმატა სიმინდის ფასმაც. დღეს, ზუგდიდის ბაზარში სიმინდი ფასი 30 ლარი იყო. Მცირე იყო რაოდენობაც.
რაც შეეხება სამშენებლო საქონელს, წყარომ გვაცნობა, რომ მას სამეურნეო მასალების გამყიდველებმა უთხრეს, რომ ამ სახის საქონელზე ამ დღეებში მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია. როგორც ისინი ამბობენ, დღეს მოსახლეობა, მომავალი დეფიციტისა და რუსეთი უკრაინის ომის გაჭიანურების შიშით, მარტო საკვებს ყიდულობს.