- საქართველოში კორონავირუსის 865 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 820 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 7 733 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 281, „პისიარ“-ტესტით – 2 452.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 11,19%, ბოლო 14 დღის – 18,43%, ბოლო შვიდი დღის – 15,55%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 629 930 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 570 884 გამოჯანმრთელდა, 16 456 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 827 920 აცრა, დღიურად აცრილია 190.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 2 045 პირი.