ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების ბრძანებას“ ხელი მოაწერა


  • ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა „ბრძანებას“ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „აღიარების“ შესახებ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

“ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების ხალხთან ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ მომავალშიც აუცილებელია ვიყოთ მათი ბედის თანამონაწილენი, გულწრფელად ვუსურვებ ჩვენ ძმებს უსაფრთხო და მდგრად განვითარებას, ამიტომ ხელს ვაწერ ბრძანებას დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მთელი აფხაზური საზოგადოება მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას“, – აცხადებს ბჟანია.

მან ე.წ. მთავრობას დაავალა, დაიწყოს „სახელმწიფოთაშორისი” შეთანხმებების მომზადება მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ, ასევე „დიპლომატიური ურთიერთობების“ დასამყარებლად.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!