- საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვის მოთხოვნას ხელს მოაწერს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.
“ახლა მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა ჩემთან და ვაპირებ, რომ ხელი მოვაწერო. ჩემი მხრივ, მზად ვარ, რომ წარმოვადგინო საქართველო, როგორც კონსტიტუცია მაძლევს ამის უფლებას, ყველა იმ ფორმატში, სადაც უკრაინის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. უკრაინის საკითხი ჩვენი საკითხია და საჭიროა საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც. ვიყავით, ვართ და მუდამ ვიქნებით მშვიდობიანი გზის მცდელობის მხარეზე, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეზე. ეს არის ის, რაც უნდა იყოს ჩვენი ერთსულოვნება“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.