- დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში მუსიკალური აქცია “გააღე ბოტანიკურის ჭიშკარი” გაიმართა. მოქალაქეებმა კიდევ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს ბოტანიკურ ბაღში, შესვლაზე დაწესებული ფასი.
აქციის ორგანიზატორები იყვნენ მოძრაობა “ხმა” და ადგილობრივი ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფი.
ინფორმაციისთვის, 1 თებერვლიდან, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, ვიზიტორებისთვის შესვლა ფასიანი იქნება. ბაღში მოქმედებს შემდეგი ტარიფები:
საქართველოს მოქალაქე – 2 ლარი.
უცხო ქვეყნის მოქალაქე – 5 ლარი.
საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები – 1 ლარი.
სკოლის მოსწავლე 10 წელზე ზევით – 1 ლარი.
ერთთვიანი აბონიმენტი 1 ვიზიტორზე – 10 ლარი.
სამთვიანი აბონიმენტი 1 ვიზიტორზე – 25 ლარი.
ექვსთვიანი აბონიმენტი 1 ვიზიტორზე – 40 ლარი.
ერთწლიანი აბონიმენტი 1 ვიზიტორზე 70 ლარი. ერთთვიანი საოჯახო ” მეგობარათი” აბონიმენტი (არაუმეტეს 5 ადამიანი) – 20ლარი.
სამთვიანი საოჯახო აბონიმენტი “მეგობარათი” (არაუმეტეს 5 ადამიანი) – 35ლარი.
პიკნიკი 1 ვიზიტორზე ( საქართველოს მოქალაქე) – 10 ლარი.
კემპინგი 1 ვიზიტორზე (უცხო ქვეყნის მოქალაქე) – 15 ლარი.
ფოტოსესია – 50 ლარი.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ: ომის მონაწილეები, პენსიონრები, საპატიო ზუგდიდელები, ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები, ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100-000-ს.