დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის „სოფლად სახლის“ შესყიდვის საკითხზე მუშაობა დაიწყო


  • დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის „სოფლად სახლის“ შესყიდვის საკითხზე მუშაობა დაიწყო.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კომისია 500-მდე დევნილი ოჯახის განაცხადს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილავს.

კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ, დევნილი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება. შესასყიდი სახლის წარმოდგენისათვის იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს 6-თვიანი ვადა მიეცემათ.

ინფორმაციისთვის, „სოფლად სახლის“ პროექტში მონაწილეობის მოთხოვნით დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. კომისიის სხდომები ყოველთვიურად გაიმართება. 2022-2024 წლებში, სააგენტო სოფლად სახლს იძულებით გადაადგილებულ 5000 ოჯახს შეუსყიდის.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

nineteen + 15 =

Akismet ანტისპამი