ზუგდიდის რამდენიმე სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა


  • ზუგდიდის რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელის მამუკა ბულიას ინფორმაციით, კორონავირუსის გამოვლენის გამო, ქალაქ ზუგდიდისა და მუნიციპალიტეტის რამდენიმე საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

მამუკა ბულია: “განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ ზუგდიდის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე, მეთერტმეტე საჯარო სკოლები. დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ დარჩელის პირველი, მეორე, კახათის მეორე, ინგირის პირველი და მეორე, ახალბასთუმნის, ყულიშკარის, კორცხელის, ზედაეწერის, ცაიშის საჯარო სკოლები. ჭითაწყარის საჯარო სკოლის ორი კლასიც ონლაინ სწავლებაზე გადავიყანეთ. მინდა აღვნიშნო, რომ ეს სკოლა ჰიბრიდულ სწავლებაზე გადავიდა ორშაბათის, 7 თებერვლის ჩათვლით. ზოგადად, ონლაინ სწავლებაზე გადასული სკოლების ნაწილი სასწავლო პროოცესს 7 თებერვლიდან განაახლებს.”

ინფორმაციისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 623 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!