ზუგდიდის ორი სკოლა და ექვსი კლასი სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა


  • ზუგდიდის საგანმანათლებო რესურსცენტრის მოვალეობის შემსრულებელის მამუკა ბულიას ინფორმაციით, კორონავირუსის გამოვლენის გამო, ზუგდიდის მე-2 საჯარო და ფრანგულ-ქართული კერძო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე სრულად გადავიდა. ონლაინ სწავლებაზე გადავიდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ინგირის მე-2 სკოლის 4 კლასი და ქალაქის მე-11 საჯარო სკოლის 2 კლასი.

მამუკა ბულია: “ბოლო სამი დღის მონაცემებით, 126 მოსწავლე და 36 მასწავლებელია ინფიცირებული. ყოველ საათში გვაწვდიან ინფორმაციას და ეს მონაცემები იცვლება”.

ინფორმაციისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

15 + thirteen =

Akismet ანტისპამი