- საქართველოში კორონავირუსის 8 767 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 173 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 56 386 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35 725, „პისიარ“ ტესტით – 20 661.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 15,55 %, ბოლო 14 დღის – 11,39 %, ბოლო შვიდი დღის – 12,76%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 030 710 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 951 428 გამოჯანმრთელდა, 14 631 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 643 528 აცრა, დღიურად აცრილია 7 059.
კარანტინის რეჟიმშია 39, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 342 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 895 პირი.