- 14 იანვარს, 16:00 საათზე, უფლისწულ ნიკო დადიანის რეაბილიტირებულ სასახლეში გაიმართება პირველი გამოფენა “ახალი სიცოცხლე მუზეუმის კოლექციას”.
მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ სახვითი, გამოყენებითი ხელოვნებისა და ყოფა-ეთნოგრაფიის ნიმუშები. ფერწერა, გრაფიკა, გრავიურა, ფრაჟესა და იარაღების კოლექცია. ასევე, ნაქარგობანი. პარალელურად გამოიფინება სარესტავრაციო ნივთები, ცხენოსნობასთან დაკავშირებული, რათა დამთვალიერებელმა შეაფასოს რესტავრატორის შრომა თუ როგორ უბრუნებს ახალ სიცოცხლეს ძველ ნივთებს.
გამოფენა 2022 წლის 11 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. გამოფენის დათვალიერება უფასოა.
“გელოდებით ყველას. გამოფენის მოსამზადებელი სამუშაოების გამო, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე 14 იანვრამდე დაიხურება. დადიანების სასახლის ადმინისტარცია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის”.-ნათქვამია ინფორმაციაში.